aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარასინი: ვაზიანი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ გრიგორი კარასინმა სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის.  ეს ფაქტი კი რუსეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს გააქტიურებას საქართველოში. არ დავასახელებ ციფრებს, მაგრამ შესამჩნევად გაატიურდა შეიარაღების მიწოდება. ვხედავთ, რომ ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის.

ეს ჩვენში და ჩვენს მეზობლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება საქართველოს შესვლას ნატო-ში, მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ოპტიმისტებად დავრჩეთ. ჩვენი მხრიდან რუსეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა არარეგიონალური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მოუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს და არ გააუარესონ ის სირთულეები, რომლებიც ისედაც არსებობს ჩვენს მეზობლებთან“, – განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ რუსეთმა და საქართველომ უნდა განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები.

იტვირთბა....