aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

საწვავი კიდევ 7 თეთრით გაძვირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე დღეს  მძღოლებს საწვავი კიდევ  გაძვირებული დახვდა. ამჯერად ფასების მატება  დაახლოებით, 5-7 თეთრით არის გაზრდილი.

დღევანდელი მონაცემებით, 5-7 თეთრით გაძვირებულია საწვავი „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. კერძოდ, „სუპერის“ მარკის ბენზინის ფასი 2.44 ლარიდან 2.49 ლარამდე გაიზარდა, „რეგულარის“ ფასმა 5 თებერვლის შემდეგ 7 თეთრით მოიმატა და 2.16 ლარი შეადგინა; „პრემიუმის“ მარკის ბენზინი 2.29 ლარიდან 2.36 ლარამდე გაძვირდა; ასევე 7 თეთრით გაძვირდა „ევრო რეგულარი“, რომლის ფასმა დღეს 2.21 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დიზელს, „ევრო დიზელი“ დღეს 2.27 ლარი ღირს, როცა 5 თებერვლის მდგომარეობით მისი ფასი 2.20 ლარი იყო; „დიზელის“ ფასი კი 2.02 ლარიდან 2.09 ლარამდე გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის გაძვირება 2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.

მისივე თქმით, მომატებული აქციზის გადასახადის ტარიფის საცალო ქსელში ასახვა საშუალოდ 20-25 თეთრის ფარგლებში უნდა მოხდეს. ხოლო რომელი ოპერატორი კომპანია როდის ან რამდენით გაზრდის ფასებს – უშუალოდ კომპანიების გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავის ფასმა რამდენჯერმე მოიმატა. კერძოდ, ამ პერიოდში ფასთა ცვლილება დაახლოებით, 11-25 თეთრი იყო. გასული წლის 15 ოქტომბრის შემდეგ კი საწვავი დაახლოებით 40-დან 60 თეთრამდე გაძვირდა.

იტვირთბა....