aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

საქსტატი ბიზნესსექტორში დასაქმებული პირის საშუალო თვიური ხელფასის რაოდენობას აქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქსტატის კვლევის მიხედვით,  2017 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1024,0 ლარს გაუტოლდა და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 101,6 ლარით, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 776,4 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 89,3 ლარით).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1154.9 ლარი,

საშუალო ბიზნესი – 1133.4 ლარი,

მცირე ბიზნესი – 827.9 ლარი.

გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის

36,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,1% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% – მცირე ბიზნესზე.

“დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 570,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 5,5%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე – 1765,5 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,2 %-ით მეტი)”, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

იტვირთბა....