aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქსტატის” მონაცემებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი შარშანდელთან შედარებით 30 ლარით გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საქსტატის” მონაცემებით, 2017 წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 30 ლარით გაიზარდა.  2016 წლის ივნისის მონაცამებით შესაბამისი მაჩვენებელი 263.5 ლარი იყო, ხოლო 2017 წლის ივნისის თვეში  294.4 ლარია.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის გასული წლის ივნისში 139.1 ლარს შეადგენდა, ხოლო წელს, ეს მაჩვენებელი 154.1 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებლი წინა წელთან შედარებით 15 ლარით გაიზარდა.

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით, 17 ლარით გაიზარდა. 2016 წელს 157.1 ლარი იყო, ხოლო 2017 წლის ივნისში კი 174.3 ლარი შეადგინა.

 

 

იტვირთბა....