aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუბარი: საქართველოს შეფასებისას Freedom House-ი ცდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი Freedom House-ის ანგარიშს ეხმიანება, რომელშიც წერია, რომ საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. მინისტრის თქმით, ორგანიზაცია ცდება თუ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებების გამო მოახვედრა. მისი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს საკონსტიტუციო მოწყობა არის გაცილებით წინ და ამის გამო ასეთ შეფასებას ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებდა.

“როდესაც ნაკლებად თავისუფალ ქვეყნად დასახელების საფუძვლად აღებული არის მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში Freedom House ცდება. საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს საკონსტიტუციო მოწყობა არის გაცილებით წინ, ვიდრე ოდესმე ყოფილა.  ნებისმიერ პარტიას აქვს მოგების შანსი, ვისაც აქვს მხარდაჭერა და ვისაც არ ექნება მხარდაჭერა 0,1%-იანი პარტიების რიგში დარჩება”, – თქვა სოზარ სუბარმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

“მმართველი კოალიციის მიერ განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა მომავალ არჩევნებში ისედაც დასუსტებულ ოპოზიციას გამარჯვების შანსები შეუმცირა და გაამყარა ქართული ოცნების მმართველობა კიდევ წლების განმავლობაში, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მფარველობს”, – წერია ანგარიშში.

იტვირთბა....