aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ზუგდიდის საკრებულოს მიმართა, ბერიას ქუჩას გიგა ოთხოზორიას სახელი დაერქვას

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ზუგდიდის საკრებულოს ოფიციალურად მიმართა ინიციატივით, რომ ზუგდიდში ლავრენტი ბერიას ქუჩას გადაერქვას სახელი და მას 2016 წელს ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს.

“დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, პარტნიორებთან ერთად, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართა ინიციატივით, რომ ზუგდიდში ლავრენტი ბერიას ქუჩას გადაერქვას სახელი და მას 2016 წელს ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. ინიციატივის ავტორები ვესაუბრეთ მოკლული ოთხოზორიას ოჯახის წევრებს და როგორც აღმოჩნდა, ოთხოზორიები ადრეულ წლებში სწორედ ბერიას ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ეს გარემოება კი საკრებულოს გადაწყვეტილებას, ქუჩას გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს, ორმაგ სიმბოლურ დატვირთვას შესძენს” – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....