aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ონლაინ Duty Free სერვისი ამოქმედდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ონლაინ Duty Free სერვისი ამოქმედდა. მისი ოპერატორი კომპანია MyDutyFree-ა. ინფორმაციას სააგენტო ghn ავრცელებს.

ონლაინ მაღაზიაში განთავსებული სრული ასორტიმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ საიტზე: mydutyfree.net

MyDutyFree-ს მენეჯმენტი განმარტავს, რომ მაღაზიაში ხელმისაწვდომია ქართული წარმოების პროდუქციაც, თუმცა ამ დროისათვის ეს ძირითადად ალკოჰოლური სასმელებია. ყველაზე პოპულარული პროდუქცია ონლაინ მაღაზიაში ამ დროისთვის ქალების პარფიუმერიაა.

Mydutyfree, საქართველოს გარდა, 4 ქვეყანაში ოპერირებს: უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში.

იტვირთბა....