aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე “სითი პარკზე”: არაკეთილსინდისიერი კომპანია საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობებს ვერ შეაფერხებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახი კალაძე კომპანია “სითი პარკის” მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს. მერი ამბობს, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ინვესტორი კომპანია და რა თქმა უნდა, რომ ასეთ კომპანიებს სახელმწიფო კანონის მიხედვით მოექცევა. კალაძის თქმით, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება უცხოური თუ ქართული ბიზნესი, კანონი ყველასთვის ერთია.

„ეს არის უბრალოდ არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან თემით მანიპულირება. ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ჩვენ ყველას მივესალმებით ვინც კეთილსინდისიერი ინვესტორი იქნება.

არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქართული ბიზნესი თუ უცხოური, საქართველოს  კარი ყველასთვის ღიაა. თუ კომპანიას ექნება სურვილი სასამართლოში წავიდეს, ჩვენ მზად ვართ, სასამართლოში დავიცვათ ჩვენი პოზიციები. თუ ექნებათ სურვილი საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლის, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი პოზიციები”,- განაცხადა კალაძემ

იტვირთბა....