aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ დავბრუნდებით სახლებში, რათა კოლეგებს და ამომრჩველებს ვუთხრათ, რომ საქართველოში ნამდვილად პროგრესია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკელმა კონგრესმენმა, დევიდ პრაისმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იყო დიალოგი, რომელიც ქართველ კანონმდებლებსა და ამერიკელ სენატორებს შორის შედგა.

”ჩვენი საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობა 10 წლის წინ დაიწყო და ჩვენ შევეცადეთ შეგვეტანა პარლამენტში ჩვენი გამოცდილება, საპარლამენტო მშენებლობის თვალსაზრისით. პარლამენტი არის წარმომადგენლობითი დაწესებულება. იგი ძალზედ ეფექტურად მოქმედებს. მოქმედებს სახალხო სურვილის, სახალხო სწრაფვების გამოხატვით, მაგრამ ამავე დროს ეს არის მრავალმხრივობის, მრავალფეროვნების გამოხატულების საშუალება, მათი აზრების ვინც უმცირესობაში არიან და შესაბამისად, საქართველოც გაუყვება ამ მრავალფეროვნების, მრავალმხრივობის გზას. ნამდვილად აღტაცებულები ვართ საქართველოთი, იმ ბრძოლით, რომელსაც თქვენ უკვე მრავალი წელია აწარმოებთ. იმ მხარდაჭერით, რომელსაც თქვენ სწევთ ავღანეთში, სადაც 31 ქართველი მებრძოლი დაიღუპა სამშვიდობო ოპერაციებისას. ნატო-სთან ერთად თქვენი საქმიანობა, ნამდვილად იმსახურებს ყველაფერ დადებითს. საქართველომ ბევრს რამეს მიაღწია უკვე. თქვენ მიიღებთ უვიზო რეჟიმს, თავისუფალი მოგზაურობის საშუალებას ევროპის ქვეყნებში და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ორმხრივი დადებითი ურთიერთობების განვითარებისთვის არამხოლოდ შენგენის მასშტაბით, არამედ ევროპის დანარჩენ ქვეყნებშიც. ჩვენ დავბრუნდებით სახლებში, რათა ჩვენ კოლეგებს და ჩვენს ამომრჩველებს ვუთხრათ, რომ საქარველოში ნამდვილად პროგრესია, წინ მიიწევს ქვეყანა და რასაკვირველია წარმატებას ვუსურვებთ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და შემდგომი განვითარების ასპარეზზე”, – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა.

იტვირთბა....