aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველოს მოწვევა არ მოსვლია, მინისტერიალში მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე იმ ფაქტს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში არ ჩასულა, ჟურნალისტებთან განმარტავს:

„ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე არცერთი არაწევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიწვეული არ ყოფილა, ნატო-ს მინისტერიალში მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ, შესაბამისად, მოწვევა არც საქართველოს თავდაცვის მინისტრს მისვლია.“-განაცხადა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მოქმედი მინისტრი, ლევან იზორია მინისტერიალზე დაუსწრებლობის გამო გააკრიტიკა:

„ეს ორი თვე ბუქარესტიდან, სოფიადან და ანკარიდან არ უნდა გამოვსულიყავით. ჩვენ ვიცით, რომ თავდაცვის მინისტრის არც ერთი ვიზიტი არ ყოფილა ამ სამი თვის განმავლობაში და ის საერთოდ არ იყო თავდაცვის მინისტერიალზე. დღეს იმ არგუმენტის მოყვანა, რომ ეს იყო შიდა მინისტერიალი, არ გამოდგება, რადგან ვინც იცის ეს საქმე, იცის, რომ ყველა მინისტერიალი არის შიდა მინისტერიალი, შენ ამ მინისტერიალზე ხვდები მაშინ, როცა აყენებ შესაბამის მოთხოვნას, ითხოვ ან ნატო-საქართველოს კომისიას, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს 2-ჯერ გაიმართა, ან სხვა საკითხების განსახილველად მინისტერიალში მონაწილეობას. სწორედ ასეთ შიდა მინისტერიალებში უნდა ვმონაწილეობდეთ, ეს არის ამოცანა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

 

იტვირთბა....