aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცენარეული პროდუქციის შეტანა აიკრძალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცენარეული პროდუქციის შეტანა დროებით აიკრძალა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მცენარეების კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის არკადი ჯინჯიას განცხადებით, დროებითი აკრძალვა იმოქმედებს მანამ, სანამ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია არ დასტაბილურდება. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

„აკრძალვა უკავშირდება იმას, რომ ჩვენმა კარანტინის ინსპექტორებმა აფხაზეთში შემომსვლელი მოქალაქეების დათვალიერებისას აზიური ფაროსანა აღმოაჩინეს. ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან შემოდიან, ეს აკრძალვა არ მოსწონთ, თუმცა ეს ჩემი ახირება არ არის. სიტუაცია გვკარნახობს, რომ აკრძალვა უნდა დაწესდეს. გარკვეული პერიოდის მანძილზე ისინი პროდუქციას ვერ შემოიტანენ და მოთმენა მოუწევთ“, – აღნიშნა ჯინჯიამ.

იტვირთბა....