aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მოლარემ თვითმკვლელობა სცადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახეთში,  „საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მოლარე ქალბატონმა თვითმკვლელობა სცადა. თანამშრომელის ემოციური მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბანკში აუდიტი შევიდა. ადგილობრივების ინფორმაციით  „საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალში რამდენიმე ათასი ლარის ოდენობის დანაკლისია.

გოგონა მძიმე მდგმარეობაში იჯახის წვერებმა იპოვეს და ის გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ბანკის თანამშრომლების ინფორმაციით, ფილიალის მმართველს და სალაროს გამგეს ბანკის ხელმძღვანელობამ უფლებამოსილება შეუჩერა.
“მეტრონომს”  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს შსს-ს გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს.

იტვირთბა....