aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

“საქართველომ ინვესტორები საგადასახადო სისტემით უნდა მოიზიდოს და არა ხინკლით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

“საქართველომ უნდა მოიზიდოს ინვესტორები საგადასახადო სისტემით და არა ხინკლით”,- ამის შესახებ “ბიზნესკონტრაქტს” ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში საგადასახადო სისტემა უნდა იყოს ძალიან ლიბერალური და სტაბილური.

ჭყონიას შეფასებით, ახლა თურქეთში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც საქართველოზეც აისახება.

“თურქეთის ეკონომიკაში ახლა არის ძალიან დიდი პრობლემები, რის გამოც ჩვენზეც მოქმედებს ეს თემა. მეორე მომენტია, რომ სახელმწიფოში ხარჯები უნდა შემცირდეს, თუნდაც, დროებით. შესაბამისად, ვიტყვი, რომ მარტო შიდა ფაქტორი ლარის კურსთან მიმართებით არ არის.

როდესაც თურქეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმპორტირებულ საქონელს. ინვესტიციები რომ მოიზიდონ, ხშირი საგადასახადო ცვლილებები და რყევები არ უნდა იყოს სახელმწიფოში. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თურქი ახალგაზრდები უკვე საზღვრებს გარეთ გადიან და იქ აბანდებენ ფულს, ამიტომ საჭიროა მათი მოზიდვა. საქართველომ უნდა მოიზიდოს ინვესტორები საგადასახადო სისტემით და არა ხინკლით. საგადასახადო სისტემა უნდა იყოს ძალიან ლიბერალური და სტაბილური“. – აცხადებს ჭყონია.

იტვირთბა....