aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

საფრანგეთში ქართველი რეპერი “კაბუ” დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საფრანგეთში ქართველი რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე “კაბუ” დააკავეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს.

საფრანგეთში სულ დაკავებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის საქართველოს 14 და სომხეთის 1 მოქალაქე; საბერძნეთში კი – საქართველოს 23 მოქალაქე, რომლებიც ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ასევე, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას.

საფრანგეთის ქალაქ კაენში დაკავებული არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ე.წ. „მაყურებლები“: 1988 წელს დაბადებული ელგუჯა შუკაკიძე, 1982 წელს დაბადებული დავით ხოდელი, 1979 წელს დაბადებული პაატა ახალაძე, რომელსაც ე.წ. „ქურდული საერთო“ ებარა. ელგუჯა შუკაკიძესთან და პაატა ახლაძესთან ერთად დაკავებულები არიან მათი მეუღლეები – 1987 წელს დაბადებული ნანა მათიაშვილი და 1985 წელს დაბადებული ნინო იოსელიანი, რომლებიც დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები.

საფრანგეთის ქალაქ რენში კი სამართალდამცველებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც, ასევე, ებარა ე.წ. „ქურდული საერთო“.

ასევე, საფრანგეთში დააკავეს: 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა.

იტვირთბა....