aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სტრასბურგის ცენტრში სროლის გამო, საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს:

„სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ქალაქ სტრასბურგში მყოფ პირებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე. თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460“, – აღნიშნულია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
1 დაღუპული და 6 დაჭრილი: სროლა სტრასბურგის საშობაო ბაზრობასთან

იტვირთბა....