aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალ “Charlie Hebdo”-ს დაიცავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალ Charlie Hebdo-სa და ასევე იმ გამოცემის ჟურნალისტებს დაიცავს, რომლებსაც ემუქრებიან.

განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ედუარდ ფილიპმა გააკეთა.

პარალელურად, ქვეყნის პროკურატურამ ჟურნალ CharlieHebdo-ს რედაქციის მისამართით მუქარის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოცემის რედაქტორის, განცხადებით, ჟურნალის ბოლო ნომრის გამოშვების შემდეგ, რედაქციის თანამშრომლებს მოკვლით ემუქრებიან.

Charlie Hebdo-ს ბოლო ნომრის გარეკანზე ნაჩვენებია შვეიცარიაში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, მწერლისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ტარიკ რამადანის კარიკატურა. ტარიკ რამადანს ორი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად პროფესორი ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიად აფასებს.

როგორც Charlie Hebdo-ს რედაქტორმა აღნიშნა, გამოცემას მუდმივად ემუქრებიან, თუმცა ამჟამად თანამშრომლების მოკვლით მუქარებმა იმატა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის იანვარში Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც შეიარაღებულმა ტერორისტებმა 12 ადამიანი მოკლეს, მათ შორის, ჟურნალის კარიკატურისტები.ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელები მოკლა. თავდასხმა ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებაზე შურისძიება იყო.

იტვირთბა....