aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

საფრანგეთის ელჩი: “არ გვინდა კრიმინალების გამო ღირსეული ქართველები დავსაჯოთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, საფრანგეთში თავშესაფარის მთხოვნელთა და ამავდროულად, კრიმინალის რიცხვმაც მოიმატა და თუ ასე გაგრძელდა შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

ელჩის თქმით, ვიზალიბერალიზაციის მიღების პერიოდში საფრანგეთსა და გერმანიას აშფოთებდათ ქართველების მხრიდან ევროპაში ჩადენილი კრიმინალი.

„მაშინ ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ ამას მოაგვარებდნენ. ჩვენც დავთანხმდით იმას, რომ ქართული მხარისთვის ვიზალიბერალიზაცია მიგვეცა. ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საფრანგეთს და გერმანიას შეშფოთება ჰქონდა, ეს არის ორგანიზებული კრიმინალი, რომელიც თანთანად იზრდებოდა ევროპის ქვეყნებში და ამ ორ ქვეყანაშიც. ზუსტად ამაზე საქართველოს მხარემ ჩვენ დაგვარწმუნა, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ, რის გამოც უვიზო მიმოსვლას დავთანხმდით. საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია, ეს კი შეიძლება ითქვას, რომ ჯილდოც იყო ქართული მხარისთვის, რათა ქართველებს შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეძლებოდათ. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ნოემბრის თვიდან ძალიან მოიმატა თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა. ასევე იმატა ორგანიზებულ კრიმინალის წარმომადგენელთა რიცხვმაც თვითონ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე. ასე თუ გაგრძელდება, შესაძლოა, რაღაც გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

რაც გვინდა გავაკმაცროთ, ეს არის შემოსვლა შენგენის ტერიტორიაზე, მაგალითისთვის გეტყვით, როგორიც არის ქუთაისი–ბერლინის ფრენები, ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დაუცველი აეროპორტი. გვინდა, იქ კონტროლი გავამკაცროთ, რათა საეჭვო პირები შენგენის ტერიტორიაზე არ დაუშვან. შემდეგი თანამშრომლობა არის ორმხრივი თანამშრომლობა ფრანგ და ქართველ პოლიციელებს შორის“, – განაცხადა ელჩმა.

იტვირთბა....