aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია, უკაცრავად ჟარგონისთვის, მერს “გაუჩალიჩეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელის სოციალურ ქსელში მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვის ფაქტს ეხმაურება:

“მეტრო გაფიცულია. ქალაქში ჩვეულებრივი სატრანსპორტო კოლაფსია და ამ დროს რითია დაკავებული ქალაქის მერია? – გაფიცულების დისკრედიტაციით, ისედაც მაღალი ხელფასი აქვთ რა უნდათო; – მათი პედაგოგებთან დაპირისპირებით, თქვენზე მეტი ხელფასები აქვთო; – ალბათ რამდენიმე საათში ნაცებმა ჩაგვიდესო იტყვიან;

და მეც კი მგონია რომ ქალაქის მერს უკაცრავად ჟარგონისთვის ამ ფონზე “გაუჩალიჩეს” ეს აქცია და საერთოდ ბევრ რამეს გაუჩლიჩებენ კიდევ არა მხოლოდ ნაცები, არამედ მისივე პარტია და ხელისუფლება მაგრამ ეს რომ პასუხად არ გამოდგება კი უნდა ხვდებოდეს წესით ამდენს…

P.S. ამ ფონზე ავტობუსების და სამარშრუტოების მძღოლებიც რომ გაიფიცონ არ გაგიკვირდეთ და ის 200 ლურჯი ავტობუსი მოითხოვონ ნარმანიას მერობის დროს რომ “შემოვიდა” მაგრამ არსად ჩანს.
მერე კი იქნება თბილისი სიცოცხლის ქალაქი – ყველა ფეხით ვივლით, ჰაერი გაიწმინდება და გავჯანსაღდებით”. – წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო დროის შემცირებას მოითხოვენ.

იტვირთბა....