aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასტუმრო “ლეოგრანდში” საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. ამის შესახებ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ლევან მაისურაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე აღებულ ნიმუშებს ექსპერტიზას უტარებენ.

“ამ ეტაპისთვის საგამოძიებო მოქმედებებიო ანუ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულებულია. მიმდინარეობს ექსპერტ-კრიმინალისტებისა და გამომძიებლების მიერ აღებული ნიმუშების ექსპერტიზები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეების დაკითხვა და ყველა სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა.

ლევან მაისურაძეს არ უსაუბრია ვერსიებზე, თუ რამ გამოიწვია ხანძარი სასტუმროში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

იტვირთბა....