aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასტიკი მკვლელობა ხაშურში: სამართალდამცველებმა ერთი პირი კლინიკაში დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მომხდარ ბ.ო.-ს მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი – 1984 წელს დაბადებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ დააკავეს. მის პალატასთან პოლიციის თანამშრომლები განთავსდნენ და მეთვალყურეობას უწყვეტ რეჟიმში გაუწევენ.

გამოძიების ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1980 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მისი ყოფილი ქმრის ძმა – 1973 წელს დაბადებული ბ.ო. ორ პირთან ერთად მივიდა, რასაც საცხოვრებელ სახლში მყოფ პირებსა და მისულებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. აღნიშნული ქმედება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მხარეებმა, რკინის ხელჯოხისა და ცივი იარაღის გამოყენებით, ერთმანეთს სხვადასხვა სიმძიმის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რა დროსაც ნ.ა.-ს მეუღლის – 1984 წელს დაბადებული ლ.ბ.-ს მიერ ბ.ო.-სთვის დანით მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ლ.ბ.-ს ძმამაც, 1982 წელს დაბადებულმა შ.ბ.-მ.
მომხდარის შემდეგ, ისრაელის მოქალაქე, ამჟამად დაკავებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ გადაიყვანეს, სადაც ის მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....