aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლო: “დევდარიანის საქმეზე სასამართლოდან ინფორმაციის გაჟონვა სიცრუეა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზვიად დევდარიანისა და მისი ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით,“სასამართლოდან ინფორმაციის გაჟონვასთან“ დაკავშირებით სიცრუეა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

“ზვიად დევდარიანისა და მისი ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას მიერ გავრცელებული განცხადება, “სასამართლოდან ინფორმაციის გაჟონვასთან“ დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მხარეთა მიერ ვარაუდის საფუძველზე გავრცელებული ინფორმაცია და სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შეტანა, ხელს უშლის სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციას.

ზვიად დევდარიანისა და მისი რწმუნებულის განცხადებების ქვეტექსტი, თითქოს სასამართლომ არაოფიციალურად, უკანონოდ და დარღვევით გასცა ინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სრული დეზინფორმაცია. სასამართლოს მხრიდან ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმითა და წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს განმცხადებლებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ და დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, სასამართლოს მოხელის მხრიდან კონკრეტული გადაცდომის შესახებ ინფორმაციის არსებობისას, მიმართონ შესაბამის ორგანოს“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზვიად დევდარიანმა და მისმა ადვოკატმა განცხადებით მიმართეს საქალაქო სასამართლოს, სადაც მათ გადაცდომაზეა საუბარი. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი უფრო ადრე გახდა ცნობილი სავარაუდო მოპასუხეებისთვის (წინა დღით), ვიდრე მოსარჩელისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მხრიდან უკანონოდ იქნა მიწოდებული ინფორმაცია გარკვეული პირებისთვის.

 

იტვირთბა....