aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

რა ხდება კიევში სასამართლოს შენობის წინ: უკრაინის მედია ინფორმაციას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინული ტელევიზია 24TV ინფორმაციას ავრცელებს, თუ რა ხდება ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს შენობასთან, სადაც მის წინააღმდეგ მოსამართლეებმა ვერდიქტი უნდა გამოიტანონ.

შენობასთან მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების ჯგუფები და სააკაშვილის მხარდამჭერები. როგორც მისი მხარდამჭერები აცხადებენ, არაადექვატური შედეგის შემთხვევაში, უკრაინაში უფრო დიდი და მრავალრიცხოვანი აქციები დაიწყება.

ამასთან, პარალელურად აქცია იმართება თბილისშიც, უკრაინის საელჩოს წინ, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი დასავლეთისგან შესაბამის გამოხმაურებებს ელიან.

იმავე ტელეკომპანიამ სააკაშვილის მცირე ბიოგრაფია გამოაქვეყნა, რომელშიც ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი პიარის კარგი სპეციალისტია და პოლიტიკაში სასარგებლოდ იყენებს. ოპონენტები კი მას ავანტურისტად მოიხსენებენ.

მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

იტვირთბა....