aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სასამართლოს თემა ჩემთვის პრინციპული საკითხია, რაც ჩემ წინაშე შეიძლება დადგეს” – ჩუგოშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომოანია პირველის ეთერში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სასმართლოში მიმდინარე პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ მისთვის სასამართლოს თე,ა ძალიან პრინციპული წითელი ხაზია.

„ჩემთვის სასამართლოს თემა არის ძალიან პრინციპული. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული საკითხი, რაც ჩემ წინაშე შეიძლება დადგეს ამ მანდატის ფარგლებში. მე შემიძლია, ძალიან ნათლად და მკაფიოდ გითხრათ.  აქ ვარ იმიტომ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის, რაღაც პროცესები სწორად წავიდეს და რაღაც რეფორმებს სწორი ხაზები ჰქონდეს.

თუ მე ჩავთვლი, რომ ამას ვერ ვახერხებ, ჩემს აქ ყოფნას არ აქვს შესაბამისი გავლენა, ეფექტი, ვერ ვახერხებ იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც აქ ვარ, ჩემს აქ ყოფნას, არც პარლამენტში და არც თანამდებობაზე არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ ჩემთვის არის სასამართლო ერთ-ერთი წითელი ხაზი“, –  თქვა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, მოსამართლეობის საკითხზე მსგავსი პოზიცია პარლამენტში  და უმრავლესობაში ბევრს აქვს და ის არ არის გამონაკლისი.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება დმეოკრატიული საქართველოს” პარტიის თავმჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საგანგებო განცხდაება გააკეთა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

იტვირთბა....