aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადაციო ვადა გაუგრძელა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს  საექსტრადიციო პატიმრობის ვადა  3 თვით გაუგრძელა.

მისი უფლებების დამცველმა პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც თურქული მხარის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

თურქი პედაგოგი საქართველოში 15 წელია ცხოვრობს. იგი 2002 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის მრავალი საგანმანათლებლო პროექტისა და იდეის ავტორი საქართველოში. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

ჩაბუქსა და მის ოჯახს, 7 ივლისს, საქართველოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მხრიდან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

იტვირთბა....