aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქალაქო სასამართლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სარჩელის განხილვა დასრულდა. საქმე მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა განიხილა.

ანა დოლიძემ საბჭოს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესიდან 14-მა მოსამართლემ აიცილა.

მისივე თქმით, კანონით საბჭოს არ ჰქონდა უფლება, რომ ის გასაუბრების პროცესიდან აეცილებინა. დოლიძის უფლებებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. მოპასუხე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. ანა დოლიძე ამბობს, რომ მისი კონსტიტუციური უფლება დაირღვა.

პროცესის დაწყებისას, ბრალდების მხარემ წერილობითი განცხადებები წარმოადგინა, სადაც მედიასაშუალებებით გავრცელებული დოლიძის კომენტარები იყო წარმოდგენილი. ადვოკატმა მიხეილ ჯახუამ სხდომაზე განაცხადა, რომ დოლიძის მიერ გაკეთებული ეს განცხადებები იყო ზოგადი, კრიტიკული განცხადებები სასამართლო სისტემის შესახებ და არ ეხებოდა რომელიმე კონკრეტულ პირს.

სხდომის მიმდინარეობისას ანა დოლიძემ საკუთარი პოზიცია წარმოადგინა. მან იუსტიციის საბჭოს ფუნქციას გაუსვა ხაზი, მათ შორის იმას, რომ წევრებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება და მოვალეობა- გამოავლინონ სისტემის ხარვეზები. მისივე თქმით, ყველა აცილება ერთმანეთს ჰგავს შინაარსით და არგუმენტებით- დაუსაბუთებელია და საფრთხეს უქმნის აცილების უფლების ბოროტად გამოყენებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე 8 იანვარს დანიშნა.

იტვირთბა....