aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

სასამართლომ ირმა ყოჩიაშვილის საქმის ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმის  დახურულ სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოყოფილიყო. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ინა გუგუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაცვის მხარე თვლიდა, რომ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ცალკე უნდა გამოყოფილიყო ირმა ყოჩიაშვილის საქმე. სასამართლომ   ირმა ყოჩიაშვილის საქმის ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურორის ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზეც დააყენებს ბრალდების მხარე შუამდგომლობას სხდომის დახურვის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. რიტუალურ მკვლელობაზე ბრალდებულების, ბექა შენგელიას და ირმა ყოჩიაშვილის მიმართ სასამართლო პროცესი დაიხურა.   ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, პროცესის დახურვის შესახებ, რადგან მათი პოზიციით, არასრულწლოვანის საქმე აღნიშნულ საქმეს გამოეყო, რომელიც მიმდინარეობს დახურულ სასამართლო სხდომაზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს სხდომა იქნება საჯარო, გამოკვლეული იქნება არასრულწლოვანთან დაკავშირებული დეტალები, რაც აზიანებს მის უფლებებს.

დაცვის მხარის პოზიცია კი ორად გაიყო. ბრალდებულ ბექა შენგელიას ადვოკატის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხდომა იყოს საჯარო:

” ჩვენი ერთ-ერთი ბერკეტია სხდომების საჯარო განხილვა,  ამიტომ არ ვეთანხმებით სხდომის დახურვას. ჩვენ არ მოგვისმენია, რომ თვითონ მხარე ითხოვდეს სხდომის დახურვას” – განაცხადა მან. ხოლო ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატი კი სრულად ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას. მისი თქმით, აღნიშნული საქმის დეტალებს ბავშვები კითხულობენ და ისმენენ, რაც  მათ ფსიქიკაზე მოქმედებს. მას მიაჩნია რომ პრესა, ტელევიზია, აუდიო, ფოტო გადაღება უნდა შეიზღუდოს, იმისთვის რომ ბრალდებულის პირადი ცხოვრება იყოს ხელშეუხებელი.

თავისი პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმა ბექა შენგელიამაც :

”რაც ბრალდების მხარემ გაასაჯაროვა, იმაზე მეტი ფიზიკურად ვეღარ გასაჯაროვდება” – განაცხადა ბექა შენგელიამ.

70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. დაკავებულთაგან ერთი – 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე – გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი – მათი მეგობარი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ დანა ჩაარტყა, მოკლა და დაანაწევრა, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა საქმე კანიბალიზმთანაც გვქონდეს. გამოძიებამ დანაშაულის ნივთმტკიცებად სხვა ნივთებთან ერთად, ქვაბი, ტაფა და სამხარეულოს სხვა მოწყობილობები.

ნინი ცხადაია

იტვირთბა....