aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი დამნაშავედ ცნო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 4 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, პაციენტს, ჰიდრონეფროზის დიაგნოზით, ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფებოდა ანესთეზიოლოგ ვახტანგ ა.-ს დაკვირვების ქვეშ. ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა ჰიპოტენზი-არტერიული წნევის ვარდნის გამო. ბრალდებულმა ანესთეზიოლოგმა კი ვერ განახორციელა სუბმკლავის ჩადგმა, არ გადაამოწმა სისხლის უკუდენების შემოწმებით ვენა-კათეტერის სწორად დგომა და ისე განახორციელა ინფუზიური თერაპია.

აღნიშნული მანიპულაციით, დაზიანდა მარჯვენა ლავიწქვეშა ვენისა და გულ-მკერდის არტერია, რამაც ინტრაპრევლარული სისხლდენა გამოიწვია და განვითარდა პოლიორგანული უკმარისობა, ხოლო ჰემორაგიული სითხე დაახლოებით 4 ლიტრის ოდენობით, ფილტვის პლევრაში ჩაიღვარა. ბრალდებული ექიმი უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მდგომარეობის გამოსწორებას, რის გამოც, 6 საათის განმავლობაში პაციენტი ყოველგვარი გამოკვლევების ჩატარების გარეშე ამყოფა.

კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებით, კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი სხვა ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა გაწეული დროული და ადექვატური ღონისძიებების გატარების მიუხედავად, მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

სასამართლომ, მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებების, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო ხარისხის შესწავლის შედეგებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, ბრალდებული ვახტანგ ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო დაეყრდნო კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც პაციენტის სიკვდილის მიზეზი დაზიანებული სისხლ-ძარღვებიდან ინტრაპრევრალური სისხლდენის გამო განვითარებული პოლიორგანული უკმარისობა გახდა. კლინიკაში სწორი, დროული და ადექვატური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, სიკვდილის აცილება შესაძლებელი იყო. სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე დამატებით, 2 წლის ვადით, ჩამოერთვა სამედიცინო საქმიანობის უფლება.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

იტვირთბა....