aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს 17 წელი მიუსაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ე.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 23:10 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ე.გ. წარსულში არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით მეზობელთან – ფ.ზ.-სთან მივიდა. მათ შორის საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ე.გ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ფ.ზ.-ს თავის არეში დანა დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ფ.ზ. 15 ივლისს გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ე.გ. 2017 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სენაკის რაიონულმა სასამართლომ ე.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....