aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვერტმფრენის გამოყენების ფაქტზე, საიდანაც სასულიერო პირებმა ბავშვებს კანფეტები გადმოუყარეს მოკვლევა დაწყებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანს უფლებამოსილება შეუჩერდა. საქმე იმაშია, რომ უწყების კუთვნილი ვერტმფრენის ბორტზე სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვერტმფრენიდან დალოცეს საჯარო სკოლის მოსწავლეები და კანფეტები ჩამოუყარეს.

“მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით გახორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. მომხდარის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება,” – განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატისა და საბუეს სკოლოს მოსწავლეები გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა უცნაურად დალოცეს. ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს.

შილდის N1 სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ, ისინი ამის შემდეგ სკოლაში აღარ დაბრუნებულან და შესაბამისად, გაკვეთილებიც გააცდინეს.

იტვირთბა....