aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარფის საბაჟოზე თურქეთში გადასვლა შეფერხებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

სარფის საბაჟოზე თურქეთში გადასვლა შეფერხებულია. კერძოდ, რთულად მიმდინარეობს  მოქალაქეების, ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების თურქეთში გადასვლა, ხოლო თურქეთიდან საქართველოში მხოლოდ სატვირთო ავტომობილები შემოდიან.

საქართველოში გადმოსული სატვირთო ავტომანქანების მძღოლების განცხადებით, თურქეთის გამშვებ პუნქტზე პროგრამული ხარვეზია, რის გამოც გუშინ შუადღიდან მიმოსვლა შეფერხებულია. მათივე თქმით, საცობი თურქეთის ქალაქ ხოფიდან საზღვრამდეა.

სარფში, საზღვრის გადაკვეთის მსურველი მოქალაქეები დილიდან არიან შეკრებილები.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქული მხრიდან შეზღუდვები გუშინ ღამით დაწყო და ამ დროისთვის, გადაადგილება ორივე მხრიდან, მთლიანად შეზღუდულია.

 

“დიდი შეფერხებებით მიმდინარეობდა გადაადგილება, ხოლო დღეს, 09:00 საათზე, არამარტო სატვირთო, არამედ ფიზიკური პირების გადაადგილებაც შეიზღუდა. როგორც გვითხრეს, მიზეზი სერვერების გათიშვა გახდა. ჩვენი მებაჟეები არიან მუდმივ კონტაქტში თურქ მებაჟეებთან. ისინი მუშაობენ ამ ტექნიკურ პრობლემაზე და იმედს გვაძლევენ, რომ მთლიანად აღმოიფხვრება პრობლემა მოკლე დროში”, – აცხადებენ  შემოსავლების სამსახურში.

 

იტვირთბა....