aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სარალიძის ღრმა პატივისცემის მიუხედავად ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნა გადამეტებულია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  ხელისუფლების გადაყენების თაობაზე ზაზა სარალიძის მოთხოვნა გადამეტებულია.

„ზაზა სარალიძის მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნა გადამეტებულია. არ შეიძლება, ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში იყოს გადატანილი. საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლება ღია იყო იმ პროცესის მიმართ, რაც ტრაგედიიდან გამომდინარე წარიმართა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს. არ შეიძლება, ტრაგედია პოლიტიკურ ჭრილში იყოს გადატანილი და პოლიტიკური მოთხოვნები იყოს დაყენებული. ზაზა სარალიძის მოზიარე ვართ იმ ნაწილში, რომ მას სურს, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, თუმცა ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, მათ შორის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა, სადაც უმრავლესობა უმცირესობას გადაეცა. ამ საქმეზე სასამართლო პროცესია დარჩენილი და საქმეს კონკრეტულ ნაწილში შსს იძიებს. შესაბამისად, საქმეს საბოლოო წერტილი დასმული არ აქვს, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები გუშინ 10 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშილთან ერთად განაახლა. მისი მოთხოვნაა ხელისუფლება გადადგეს.  ასევე ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....