aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე: “12 საათამდე დრო აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ფილმის გაშვებისთვის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას  ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მომოზარდის მამა ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს ნოუწოდებს ფილმი 12 საათამდე გაუშვას ეთერში.

“12 საათამდე დრო აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ფილმის გაშვებისთვის.

მიზეზები არ გამოელია ადმინისტრაციას.

ფილმი მოიცავს ხორავას ქუჩის ტრაგედიის აღწერას.

ვიღაც ვიღაცეებს არ აწყობს საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

მივმართავ საზოგადოებას!

ვფიქრობ ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს თუ რა მოხდა რეალურად 2017 წლის 1 დეკემბერს.

თუ დღეს ღამის 12 საათამდე ფილმი არ გაუშვეს ესეიგი საერთოდ არ გაუშვებენ და მჭირდება თქვენი დახმარება რათა ვაიძულოთ ამ ფილმის გაშვება.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ტრაგედია და მხარს გვიჭერს უსამართლობასთან ბრძოლაში” – წერს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე ფილმს იღებდა, თუმცა სოციალურ ქსელში, როგორც ცნობილი გახდა, ფილმი ეთერში ამ დრომდე არ გასულა.

იტვირთბა....