aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სარალიძე: “ფული კი არა, ღმერთიც რომ ჩამოვიდეს და მითხრას გაჩერდიო, მაინც არ გავჩერდები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გავრცელებულ ჩანაწერებს, სადაც პროკურატურის დაკავებული მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მონაწილეობს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში აფასებს.

მისი თქმით, ეღიმებოდა, როცა ამ ჩანაწერებს ისმენდა, რადგან მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ფულზე ფიქრობენ, ხოლო ღირსება არ აქვთ.

“ხელისუფლების გონება მხოლოდ იქ მთავრდება და იქამდე გადის, რომ ვიღაც უნდა მოისყიდონ, იმიტომ, რომ ამათ ღირსება არ გააჩნიათ. ამათ თავიანთი შვილების ფასიც კი არ იციან. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ზაზა სარალიძეს ფეხებზე კიდია ნაგავი ფული, სანამ ჩემი შვილის ღირსება აღდგენილი არ იქნება და ყველა მკვლელი, ხელის დამფაფრებელი, პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული. ფული კი არა, ღმერთიც რომ ჩამოვიდეს და მითხრას გაჩერდიო, შეეშვი ამ მკვლელებსო, მაინც არ გავჩერდები, სადამ ბოლომდე არ მივიყვან ყველაფერს”- განაცხადა “პირველის” ეთერში ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ციხიდან ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ფიგურირებს. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კონტაქტი ვლინდება. დღეს კი მირზა სუბელოანის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

იტვირთბა....