aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძემ პრემიერიდან 10 დღიანი ულტიმატუმი გამოიტანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში,  მოკლული არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის და პრემიერის შეხვედრა დასრულდა. კანცელარიიდან გამოსულმა სარალიძემ განაცხადა, რომ მან პრემიერს 10 დღიანი ვადა მისცა, რათა მისი შვილის მკვლელების ვინაობის დადგენა და საქმის გამყალბებლების გამოვლენა მოხდეს. სარალიძე ამბობს, რომ მას პრემიერმა პირდაპირ უთხრა, თუ უნდოდა დღესვე გადადგებოდა, თუმცა მის თანამდებობიდან წასვლას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისი განცხადებით, თუ საქმეზე ამ დროის განმავლობაში კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ის აქციებს კვლავ განაგრძობს.

“კონკრეტული ანბიჯები თუ გადადგმული არ იქნება, გავაგრძელებ აქციებს. ვადა 10 დღე მივეცი. თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, სახლში წასვლას არ ვაპირებ. ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც საქმე გააყალბა. პროკურორი, გამომძიებელი და სხვები. საბოლოო სიტყვა ის მითხრა, რომ მე გადავდგები თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვსო.

ქართველი ხალხი და პოლიტიკოსებიც მიხვდებიან თუ  ამ საქმეში კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული არ იქნება. აქციები გაგრძელდება და არა მარტო მკვლელი, ყველა საქმის გამყალბებელები უნდა დაისაჯონ. მირზა სუბელიანით დაწყებული, ყველა გამყალბებელით დამთავრებული.  ვითხოვ სისტემის ჩამონგრევას. გახარიამ ვერაფერი მითხრა, რა უნდა მითხრას?  გამოძიება თავიდან კი არა უკნიდან უნდა დაიწყოს”,-განაცხადა სარალიძემ.

გუშინ დღის ბოლოს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.

მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.

სარალიძის მოთხოვნას კვირიკაშვილმა დღეს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების” გარეშე.

იტვირთბა....