aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე: “ახალა უკვე მოვუხმობ ყველა პოლიტიკურ პარტიებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან ცოტახნის წინ განცხადება გააკეთა და საქართველოს ყველა მოქალაქეს და პარტიებს გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

“ახალა უკვე მოვუხმობ ყველა პოლიტიკურ პარტიებს. ამათ არ მივცემ უფლებას, რომ აქ სიმართლემ არ გაიმარჯვოს. ყველა მოქალაქეს, მოვუხმობ დამიდექით გვერდით. გავერთიანდეთ მთელი ძალებით. იმიტომ, რომ დღეს მთავრობა შეეცადა ჩააფურთხოს ჩვენი მიცვალებულების სულში. ეს სისტემა უნდა ჩამოიშალოს” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ რადმენიმე წუთის წინ პარლამენტის შენობის წინ დაძაბულობა იყო. ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტრო ზვიად კუპრავას დაკავებას აპირებს.

ორი დღის წინ,  ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო. ამ გადაწყვტილებას ზაზა სარალიძის მხრიდან აქციების დაწყება მოყვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდით დადგომოდნენ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....