aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ, პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაზა სარალიძეს, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავასა და მათ მხარდამჭერებს მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების ხელმძღვანელი მამუკა ასათიანი  შეხვდა.

როგორ მამუკა ასათიანმა ზაზა სარალიძესა და მათ მხარდამჭერებს განუხადა, მთავრობის ადმინისტრაცია მათ მიერ მიღებულ საქმეებს განიხილავს.

ასათიანის თქმით იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შედგება, განხილული იქნება არამხოლოდ დავით სარალიძის საქმე, არამედ ზოგადად, საქმეთა რეგისტრაციის დროს მიღებული ყველა განაცხადი.

მთავრობის ადმინისტრაცია შეხვედრის კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობს, თუმცა, მათი განცხადებით, დავით სარალიძისა და მისი მხარდამჭერების მოთხოვნაზე პასუხი გონივრულ ვადაში გახდება ცნობილი.

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის იმედი აქვს.

“მე ამათი პასუხები არ მაკმაყოფილებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შვილის მკვლელები ისევ გარეთ დადიან. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, გაისაუბრებენ და იმედია, შემხვდებიან. ადმინისტრაცია საქმის კურსშია და ალბათ შეხვედრას დაგეგმავენ, ვნახოთ. მე შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ვითხოვ, დანარჩენ საქმეებს რაც შეეხება, იმედია გადახედავენ, მოახსენებენ და გენერალურმა პროკურორმა უნდა განახორციელოს ცვლილება”, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად დაახლოებით სამი საათია მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. მათ მამუკა ბახტაძის სახელზე ის 30 საქმე შეიტანეს, რომელიც მათი თქმით, გამოუძიებელია. ამავდროულად, მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

იტვირთბა....