aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სარალიძე: “თუ დღეს დასმულ კითხვებს პასუხს გასცემენ, ჩათვალეთ, საქმე გამოძიებულია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუ დღეს ჩემს მიერ საგამოძიებო უწყებაში დასმულ კითხვებს ჭეშმარიტი პასუხი გაეცემა, ჩავთვლი, რომ საქმე გამოძიებულია, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ,შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის დატოვების შემდეგ,  “ტვ პირველის” ეთრში განაცხადა.

ხორავას ქუჩზე მოკლული დავით სარალიძის მამის განცხადებით, მთავარი კითხვა არის სად გაქრა კალანდიას ტანსაცმელი.

„მთავარი დარღვევა და კითხვა არის, სად გაქრა კალანდიას ტანსაცმელი. დღეს მივაწოდეთ ეს კითხვა და ბუნებრივია მასზე ჯერ პასუხი არ არის. დავასახელე მკვლელების სახელი და გვარები. ასევე, ძირითადად ვისაუბრეთ ერთ-ერთი მკვლელის დანაზე, ასევე მეორე მკვლელის ქმედებებზე. თუ ამ კითხვებზე მივიღებთ ჭეშმარიტ პასუხს, ჩათვალეთ საქმე გამოძიებულია“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

იტვირთბა....