aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ბრძანება გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.

აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

იტვირთბა....