aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშა საუბარი.

გთავაზობთ ანცხადების ტექტს უცვლელად:

“როგორც ცნობილია, გასული წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, რამაც საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია და აღნიშნულ საკითხს, ზოგადად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც შეეხო ,,საშობაო ეპისტოლეში.”

ვინაიდან პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გრძელდება, გვინდა დამატებით განვაცხადოთ შემდეგი: მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას.

მაგრამ ვიდრე აღნიშნული განხორციელდება, ჩვენის აზრით, საჭიროა შემდეგი საკითხების დროულად გადაწყვეტა:

ა) ეკლესია ყოველთვის მკვეთრი ღონისძიებების გატარების მომხრე იყო ნარკოტიკების გამავრცელებელთა მიმართ, რადგან ეს არის დანაშაული ერის წინაშე და ამ ქმედებას სახელმწიფო მთელი სიმკაცრით წინ უნდა აღუდგეს, რაც დამატებით რეგულაციებში უნდა აისახოს;

ბ) ჩანს რომ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ამ ეტაპზე მზად არ არიან მოსალოდნელი ნეგატიური ტენდენციების კონტროლისათვის და ყველამ თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს;

გ) აუცილებელია, ოჯახის წევრები და, განსაკუთრებით, ბავშვები დაცულნი იყვნენ ნარკოდამოკიდებული წევრის მავნე გავლენისაგან;

დ) ქვეყანაში არ არის სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ და ეს მდგომარეობა მალე უნდა შეიცვალოს;

ე) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

ვ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, პირველ რიგში, ახალგაზრდობამ გააცნობიეროს, ნარკოდამოკიდებულებების შემთხვევაში, რას უქადის მათ ხვალინდელი დღე და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;

ზ) უნდა გამკაცრდეს ზომები, აღნიშნული ნარკოტიკების უკანონო შემოტანასთან, გავრცელებასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და განსაკუთრებით არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

თ) აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი და სხვა.

კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტში კი ეს მიმართულებები არ არის ასახული, რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს.

ამასთან, საჭიროდ მიგვაჩნია, მოეწყოს აღნიშნული თემის ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს ” -ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....