aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო: “რუსთავი 2″-ის სიუჟეტი თავის ცინიზმით საზოგადოებისთვის გამოწვევად იქცა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მიმართვს სახელმწიფოს,  დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცვას  ქვეყანის  სტაბილურობის  ერთ-ერთ მთავარი ფაქტორი.

“სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას“ და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი – 2“- ის  ა.წ.  18 მარტის სიუჟეტი თავისი  უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით  საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა.

ამას შედეგად მოყვა ცალკეული მოქალაქეების, „ქართული მარშის“ და ზოგიერთი სასულიერო პირის მკვეთრი  რეაგირება.

ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს. ამასთან,  მკვეთრ  რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მორწმუნეთ (იქნება ეს ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა) უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ.

გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა  დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან.

ამიტომაც, მივმართავთ მორწმუნეთ, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და საერთოდ ყველას, ძალისხმევა მივმართოთ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს  ქვეყანის  სტაბილურობის  ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ქრისტე შეცდომით მოევლინა ქვეყანას 2 000 წლის წინ და 3-4 წლის მერე აჭარაში უნდა დაბადებულიყო, რადგან რეგიონში ჯვრის დასამზადებელი ხე აღარ იქნებოდა.

იტვირთბა....