aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მითუმეტეს ის ფაქტი, რომ ჩხრეკის შედეგად იარაღია ნაპოვნი. რაც შეეხება ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, მისი თქმით, აუცილებელია შედეგებს დაველოდოთ და წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ.

“სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპატრირაქოში ჩხრეკა ჩატარდა. მითუმეტეს აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ჩხრეკის შედეგად იარაღია ნაპოვნი. არ ვიცი ამ ინფორმაციის გავრცელება ვის რაში სჭირდება, თუმცა ფაქტია, რომ ამ თემის ირგვლივ ძალიან ბევრი სპეკულაციაა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პატრიარქი ოპერაციის შემდგომ თავს კარგად გრძნობს – მთავარია მისი ჯანმრთელობა”, – აღნიშნა კალაძემ.

იტვირთბა....