aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სამედიცინო ექსპერტი: “დაზიანებებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ტატუნაშვილის წამებას ქონდა ადგილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

არჩილ ტატუნაშვილს დაზიანებები ციხეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, – ასეთ კომენტარს აკეთებს სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე, რომელიც თბილისში გადმოსვენების შემდეგ ტატუნაშვილის ექსპერტიზას დაესწრო.

დამოუკიდებელი სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი ამბობს, რომ ტატუნაშვილს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

“ტატუნაშვილს მთელ სხეულზე მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. ყველაფერი აღწერილი გვაქვს, ფოტოებიც დაერთვება ამ ყველაფერს. გვამს რენტგენოლოგია ჩაუტარდა და იქ საეჭვო იყო თითების მოტეხილობები. მაგ კუთხით მანიპულაციები ჩატარდა. სხეულზე არსებული დაზიანებებით უნდა ვივარაუდოდთ, რომ წამებას ქონდა ადგილი”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს თოიძემ

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ამა წლის 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, რომლებიც გასულ კვირას გაათავისუფლეს, თუმცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მისცა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ წითელი ჯვრის ორგანიზაციის მეშვეობით გუშინ გადასცეს.

იტვირთბა....