aviabiletebi
კულინარია

სამარხვო უგემრიელესი ნამცხვარი: ნიგვზიანი რულეტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინგრედიენტები:

 

1 ჩ.ჭ.+2 ს.კ. ზეთი

1/2 ჩ.ჭ. ცხელი წყალი

1 ჩ.ჭ. ნიგოზი

1 ჩ.ჭ. შაქარი

3.5 ჩ.ჭ.ფქვილი

1 ჩ.კ. დაფქული მიხაკი

1 ჩ.კ.სოდა

სურვილისამებრ ცოტა ქიშმიში

მომზადების წესი:

 

  1. 3 ჩაის ჭიქა ფქვილი მოათავსეთ ჯამში, გაუკეთეთ შუაში ჩაღრმავება და ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა ზეთი და ნახევარი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი. შემდეგ ჩაუმატეთ სოდა და მოზილეთ ცომი.

 

  1. ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და მიხაკი. სურვილისამებრ ქიშმიშის ჩამატებაც შეგიძლიათ.

 

  1. გაყავით ცომი 3 თანაბარ ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული ოთხკუთხედ ფომად, და თანაბრად გაანაწილეთ მათზე ნიგვზიანი გულის მასა. შემდეგ გადაახვიეთ დიდი გვერდის მხრიდან. მიღებული რულეტები მოათავსეთ ცივ ფქვილმოყრილ ტაფაზე. ბამბის გამოყენებით ზევიდან გადაუსვით ზეთი და შედგით ცხელ ჰაერღუმელში გამოსაცხობად. აცხვეთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი გავარდისფერდება გამოიღეთ, დაჭერით და დაელოდეთ სანამ არ გაცივდება.

kulinar.ge

იტვირთბა....