aviabiletebi
კულინარია

სამარხვო პიცა ბრინჯით და კარტოფილით

aviabiletebi
ავიაბილეთები

მასალა ცომისთვის:

300 -400 გრ.ფქვილი

1ჩ.კ. არასავსე საფუარი

ცოტა მარილი

მასალა გულსართისთვის:

50 გრ. ბრინჯი

2 კარტოფილი

2 ხახვი

50 გრ. ზეთი

1 მჟავე კიტრი

1 სტაფილო

300გრ. პამიდვრის საწებელი

50 გრ. აჯიკა

მარილი

მომზადება:

ფქვილში აურიეთ მარილი და საფუარი და მოზილეთ თბილი წყლით მაგარი ცომი. ზემოდან დააფარეთ ჩაის ტილო ან ცელოფანი.დადგით თბილ ადგილას და  გადააფარეთ თბილი გადასაფარებელი. დაელოდეთ აფუებას დაახლოებით 40 -50 წუთის განმავლობაში.

წინასწარ მოამზადეთ გულსართი:

ბრინჯი მოხარშეთ და გადაწურეთ წყლიდან, უმი კარტოფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ისე მოხარშეთ, მჟავე კიტრისა და სტაფილოსგან დაჭერით ყვავილის ფორმები. ხახვი წვრილად დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში. დაასხით პამიდვრის საწებელი (ოღონდ წყლიანი არ უნდა იყოს) და მარილი გემოვნებით.

ცომი  მრგვლად გააბრტყელეთ. მოათავსეთ გამოსაცხობ სინზე და პირველ ფენად დაადეთ მოხრაკული ხახვი პამიდორთან, მეორე ფენად ზემოდან მოხარშული ბრინჯი მოაყარეთ, შემდეგ მოხარშული კარტოფილი, ზემოდან ისევ მოხრაკული ხახვი პამიდორთან ერთად და შემდეგ ცოტა აჯიკის საწებელი.

შედგით გაზქურაში გამოსაცხობად. დაახლოებით 20- 30 წუთის შემდეგ სამარხვო პიცა მზად იქნება.

 

იტვირთბა....