aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სამართალდამცავთა დანაშაულების გამოძიების მიზნით არავითარი დამოუკიდებელი ორგანო არ იქმნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში აფასებენ. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, ეს არის თვალის ახვევა და პროფანაცია:

“სამართალდამცავთა დანაშაულების გამოძიების მიზნით არავითარი დამოუკიდებელი ორგანო არ იქმნება, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, შეუძლებელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციასთან ერთად არსებობდეს მსგავსი ორგანო, რომელიც იქნება პროკურატურის რეალურ დაქვემდებარებაში და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი იქნება ნული.

“ამიტომ სჯობს, საერთოდ არ წამოიწყონ ისეთი ინიციატივა, რომელსაც საბოლოოდ ცუდი შედეგი ექნება“, – დასძინა რომან გოცირიძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ამავე დროს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელი.

“ხელისუფლება ცდილობს ჩაიწეროს ქულები თითქოს რაღაც გააკეთა, სინამდვილეში კი პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული იყოს გამოძიებული, ამას აქამდეც ვნახავდით, ბოლო წლებში რომელიმე საქმეზე გვექნებოდა შედეგი. მნიშვნელოვანია კარგად მოუსმინოს ხელისუფლებამ როგორც ოპოზიციას, “ევროპულ საქართველოს”, ისე არასამთავრობო სექტორს”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული სამსახური შეითავსებს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციებს, ასევე, გამოიძიებს სამართალდამცველთა მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

იტვირთბა....