aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სამადაშვილი: “ჩვენ, ჩვენმა საზოგადოებამ ვიცით თუ რაოდენ საშიშია სახელმწიფოს მიერ მსგავსი ქმედებების დაუსჯელად გატარება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წეევრი სალომე სამადაშვილი “მეტრონომთან” საუბარში ხორავას საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“დავინახეთ ყველამ, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სახელმწიფო სისტემის მიმართ უნდობლობა მოქალაქეების, რომელიც დადასტურდა გუშინ გამოქვეყნებულ კვლევებში, არის სრულიად გამართლებული. ხორავას საქმის მაგალითზე ვიხილეთ, რომ სასამართლო სისტემა არ მუშაობს, საგამოძიებო სისტემა არ მუშაობს, პროკურატურის სისტემა არ მუშაობს და ქვეყანა, რომელშიც შვილმოკლულ მამას სამართლის საძიებლად ქუდზე კაცის გამოყვანა უწევს, ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, სადაც ვინმეს უფლება შეიძლება იყოს დაცული.

აშკარაა, რომ სახელმწიფოს რაღაც მოტივაცია აქვს. დაზარალებული ოჯახი დიდი ხანია აცხადებს, რომ რეალურ დამნაშავეს ხელს აფარებენ. ამ საქმეზე აუცილებელია სიმართლის დადგენა და შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენება, რომლებმაც ეს ვითარება შექმნეს. საზოგადოება არ გაჩერდება, სანამ ხორავას საქმეზე შესაბამისი შედეგი არ დადგება. იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვენმა საზოგადოებამ ვიცით თუ რაოდენ საშიშია სახელმწიფოს მიერ მსგავსი ქმედებების დაუსჯელად გატარება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა და ის არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო დამნაშავედ.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ გამოაცხადა.

ამ წუთებში სასამართლოს დარბაზში დაძაბულობაა. სარალიძე და მისი მეგობრები მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მკვლელები ეძახა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....