aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალუქვაძე: ძალის გამოუყენებლობის შესახებ რუსეთის მხრიდან განცხადებები, ძველი ფანდია, რომელსაც არავინ წამოეგება

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსულ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე შესაძლო ხელმოწერის თაობაზე, საზოგადოებასა და ექსპერტებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გაზეთ კომერსანტ.რუ-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით – “კავკასიას ზეპირი მშვიდობისთვის ამზადებენ”. აქვეყნებს, სადაც საუბარი სწორედ საქართველოსა და რუსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესაძლო შეთანხმებაზეა საუბარი.

უფრო მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი, იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ.

ამ თემასთან დაკავშირებით “მეტრონომთან”  გენერალი და უსაფრთხოების საკითხების ქსპერტი ამირან სალუქვაძე საუბრობს. მისი თქმით, წარმოუდგენელია საქართველოს ხელისუფლება ამ დათმობაზე წავიდეს, რადგანაც მას არა ერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქართველო არასდროს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრას არ ეცდება.

სალუქვაძე ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველო სრულიად სხვა რეალობაში იმყოფება და ნათლად არის გაცხადებული, რომ ომი რუსეთ-საქართველოს შორის მოხდა და არა სეპარატისტულ ხელისუფლებასთან. ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთი ამით ცდილობს სიტუაცია სათავისოდ წაიყვანოს და შემდეგ ეს შეთანხმება ჩვენ წინააღმდეგვე გამოიყენოს.

“საქართველოს მხრიდან ისეთი არაფერი გაცხადებულა, რომ კარასინს მსგავსი სახის იმედი მიეცა. საქართველო ისედაც ყოველთვის ამბობდა და ამბობს, რომ არსებული პრობლემის გადაწყვეტას ძალისმიერი მეთოდით არასდროს ეცდება. ამას ისედაც ყველგან ვაცხადებთ და რაში სჭირდება ასეთი სიტყვიერი შეთანხმება რუსეთს, ცოტა გაუგებარია.

რუსეთს უნდა, რომ ცალკე დოკუმენტი გავაფორმოთ, ხოლო თავად ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკა გააგრძელონ. ეს არის ჩვეულებრივი მოძველებული ხრიკები, რომელიც აღარ მუშაობს. საქართველოს, რომც დაეწყო აგრესია, რუსეთს არ ჰქონდა უფლება, კონფლიქტი ცალმხრივად გადაეჭრა.

ეხლა ეს არის უბრალოდ შემოგდებული თემა, რომ თქვან  საქართველოსთან დიალოგი ვცადეთ, მაგარმ ისინი ამაზე არ მოდიან. რაღაც სალაპარაკო ხომ უნდა ჰქონდეთ. რუსეთს თუ სურს, რომ სამეზობლოში მტერი არ ჰყავდეს, ამ კუთხით საქართველომ ყველანაირი ნაბიჯი გადადგა. დანარჩენი ახლა მათზეა დამოკიდებული, ჩვენი ქვეყანა სხვა ვერაფერს ვეღარ გააკეთებს”,-აცხადებს სალუქვაძე “მეტრონომთან”.

იტვირთბა....