aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებულები და ლიკვიდირებული პირები რუსეთის მოქალაქეები არიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

სუს-ის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები იდენტიფიცირებულნი არიან:

„საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოფიციალურად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, იგი რუსეთის მოქალაქე შუაიფ ბოზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება, ასევე ოპერატიულად დადგენილია, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა, ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტანმადოვი“, – განაცხადეს პრესკონფერენციაზე.

სუს-ის ცნობითვე, ამოღებულია აუდიოჩანაწერები, სადაც ისმის, რომ ჩატაევი საქართველოსა და თურქეთში აპირებდა ტერორისტული აქტების ჩატარებას, კერძოდ, დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას.

იტვირთბა....