aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სალომე ჩარკვიანის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ცენტრ პოინტ აჭარის“ მარკეტინგის მენეჯერის, სალომე ჩარკვიანის გასათავისუფლებლად manifest.ge-ზე მისი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიცია მისმა მეგობრებმა შეადგინეს, რომლებიც წერენ, რომ სალომე ჩარკვიანის თავისუფლება და  მისი შვილების მომავალი არ უნდა შეეწიროს სხვა ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებს.

პეტიციას ხელი უკვე 5516-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. კიდევ 4484 ხელმოწერაა საჭირო. პეტიციის ტექსტში ნათქვამია:

„მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, სასამართლო დარბაზში  წაიკითხა გადაწყვეტილება, რომლის          საფუძველზეც  3 შვილის დედას, 34 წლის სალომე ჩარკვიანს  2 თვიანი წინასწარი პატიმრობა  შეეფარდა…მოსამართლემ არ გაითვალისწინა  არც ერთი შუამდგომლობა.

2004 წლიდან 2006 წლის დასაწყისამდე სალომე ჩარკვიანი  მართლაც მუშაობდა  „აჭარა ცენტრ- პოინტ ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე, თუმცა მას წინასწარი მოლაპარაკების და რჩეულიშვილების ოჯახის გადაწყვეტილებით,ამ თანამდებობაზე  ევალებოდა მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობა, შესაბამისად წვდომა კომპანიის ფინანსებზე არ და ვერ ექნებოდა . („ცენტრ პოინტის  ფინანსებს მთლიანად განკარგავდა დამფუძნებლის ოჯახი)  ამას ადასტურებენ თავად რჩეულიშვილებიც. ბოლო 10 წლის განმავლობაში სალომე ჩარკვიანს არანაირი  საქმიანი ურთიერთობა  არ ჰქონია რჩეულიშვილების ოჯახთან. ის საკუთარი პროფესიით მუშაობდა –  უნივერსალური   სამედიცინო ცენტრის  მამოლოგიის და გინეკოლოგიის დეპარტამენტში  ექიმ  ონკო-ქირურგად.

სალომე ჩარკვიანი 2015 წლიდან ცენტრ-პოინტის საქმეზე პროკურატურასთან თანამშრომლობს, დაკითხულია რამდენჯერმე მოწმის სახით  და თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს  საქმეზე საბოლოო სიმართლის დადგენამდე.  სალომე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და შესაბამისად არ  აპირებდა მიმალვას, რაც მისი დაპატიმრების მიზეზად დასახელდა.   სამწუხაროდ,  მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც სალომეს  ოჯახური მდგომარეობა, მას ჰყავს 3 შვილი, აქედან 2  არასრულწლოვანი, უმცროსი 5  წლის. არ გაითვალისწინა არც ის, რომ  სალომე ჩარკვიანს  არასდროს ჰქონია შეხება სამართალდამცავ ორგანოებთან.

პეტიციის ავტორები ვართ სალომეს მეგობრები. ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს…სალომეს ახლა  სჭირდება  გვერდზე  დგომა. სალომე ჩარკვიანის თავისუფლება და  მისი შვილების მომავალი არ უნდა შეეწიროს სხვა ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებს!

პატივისცემით,

სალომეს მეგობრები“- ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

შეგახსენებთ, „ცენტრ პოინტის“ ორი თანამშრომელი – გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი და „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი ირაკლი მინდელი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მოგვიანებით კი სასამართლო დაბრაზიდან აიყვანეს „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი. ამის შემდეგ მისი შვილი გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

იტვირთბა....