aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე სამადაშვილმა გია ვოლსკის გენდერულ საბჭოში უჩივლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სალომე სამადაშვილსა და გია ვოლსკის შორის.
კერძოდ, პარლამენტში კომიტეტის მოსმენისას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის შეკითხვაზე სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო საავიციო ტექნიკის შესახებ, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის მიმართვამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილისადმი – “გოგო”, სამადაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. სამადაშვილმა საკომიტეტო მოსმენა დატოვა და განაცხადა, რომ პარლამენტში მუშაობა შეუძლებელი ხდება.

ინციდენტის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გიორგი ვოლსკის პარლამენტის გენდერულ საბჭოში უჩივლა. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამრღვევ დეპუტატს შესაძლოა შენიშვნა მიეცეს.

იტვირთბა....